Quantcast
Channel: ლადო ასათიანი - LEQSEBI | ლექსები | პოეზია | სიყვარული
Viewing all articles
Browse latest Browse all 7

Lado Asatiani - Krwanisis Yayachoebi (samasi aragvelis xsovnas) / ლადო ასათიანი– კრწანისის ყაყაჩოები(სამასი არაგველის ხსოვნას)

$
0
0
Lado Asatiani - Krwanisis Yayachoebi (samasi aragvelis xsovnas) / ლადო ასათიანი– კრწანისის ყაყაჩოები(სამასი არაგველის ხსოვნას)



ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ, მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი ასე რამ ააბრდღვიალა?!
ჰეი, თქვენ არაგველებო გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

1940 წ

Viewing all articles
Browse latest Browse all 7

Trending Articles